Saturday, March 31, 2012

პროექტის აღწერა

  • პროექტის სახელწოდება:    ადამიანი და გარემო
  • პროექტის მთავარი იდეა: შეისწავლონ ადამიანის  ზემოქმედება გარემოზე და გააცნობიერონ როგორი ნაბიჯები გადადგან კრიტიკულ სიტუაციაში.
  • პროექტის აქტუალობა: უფრო და უფრო იგრძნობა ადამიანის ზემოქმედების უარყოფითი შედეგები.
  • პროექტის მიზნები:ბუნების სიყვარულის და გარემოსადმი ფაქიზი დამოკიდებულების ჩამოყალიბება.
  • მონაწილეთა ასაკი:13-14წელი.
  • ვადები/ხანგრძლივობა:4კვირა
  • მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:იძიებს, იკვლევს, თანამშრომლობს, უყვარს ბუნება და იცავს მას. 

  • პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:კომპიუტერი, ინტერნეტი, ციფრული აპარატი.
  • პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):ქმნება 3 ჯგუფი 
  • 1): იღებენ ინტერვიუებს სხვადასხვა ადამიანებისგან:
    • ა)რა არის ეკოლოგია? 
    • ბ)როგორი ეკოლოგიური პრობლემებია საქართველოში? 
    • გ)გაქვთ სურვილი პრობლემის გამოსწორების?
    • დ)როგორ  შეძლებთ ამ პრობლემის გამოსწორებას?
  • 2) იკვლევენ იმ რაიონის ეკოლოგიურ პრობლემებს , რომელშიც მათი სკოლაა:
    • ა).რომელია ეს პრობლემები?
    • ბ).რამ წარმოშვა ისინი?
    • გ).შეიძლება თუ არა მათი აღმოფხვრა?
    • დ).როგორი იქნება შედეგები?
  • 3) მოიძიებენ ინფორმაციებს ინტერნეტში:
    • ა) რომელი ეკოლოგიური პრობლემაა საქართველოში?
    • ბ) რამ გამოიწვია ისინი?
    • გ)როგორი უარყოფითი შედეგებით ფიქსირდება?
    • დ)რა ღონისძიებები ტარდება ამ პრობლემის გადასაჭრელად ქვეყანაში?
აანალიზებენ  ინფორმაციებს , მიღებულ შედეგებს  აქვეყნებენ ბლოგზე.
მოსწავლეები შეფასდებიან რუბრიკით
  • პროექტის ხელმძღვანელი :ციალა ცხოვრებაძე
  • ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:cialacxovrebadze@gmail.com
  • პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:http://cialacxovrebadze.blogspot.com/